Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი მთავრობისგან მთავარი პროკურორის გათავისუფლებას მოითხოვს


საქართველოს პრეზიდენტი მთავრობისგან მოითხოვს მიიღოს თანამდებობიდან მთავარი პროკურორის გათავისუფლების გადაწყვეტილება, რომელსაც კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში თავად დააკმაყოფილებს. მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ”ადამიანის უფლების უხეში დამრღვევის, მთავარი სადისტის ვლადიმერ ბედუკაძის” შეწყალებით არჩილ კბილაშვილმა დაარღვია კანონის უზენაესობის ყველა პრინციპი. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ თუ მთავრობა არ მიიღებს პოსტიდან კბილაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილებას, ”ეს ნიშნავს იმას, რომ მთელი ეს აღშფოთება და შეშფოთება იყო თვალთმაქცობა და საქმე გვაქვს ძალიან ბინძურ თამაშთან, რომლის ერთადერთი მიზანია ქართული საზოგადოების გასულელება და შეცდომაში შეყვანა.”
XS
SM
MD
LG