Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთმა უარი თქვა ლიტვინენკოს საქმის საჯარო გამოძიებაზე


ბრიტანელი კორონერი - სასამართლოს გამომძიებელი, რომელიც სიკვდილის მიზეზებს იძიებს - აცხადებს, რომ მთავრობამ უარყო მისი თხოვნა საჯარო გამოძიების ჩატარების შესახებ რუსეთის ყოფილი ჯაშუშის, ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობის ირგვლივ. „კაგებეს“ ყოფილი აგენტი და შემდგომში კრემლის მოწინააღმდეგე დისიდენტი 2006 წელს ლონდონში გარდაიცვალა, პოლონიუმით მოწამვლის შედეგად. კორონერმა რობერტ ოუენმა ეს განცხადება პარასკევს გააკეთა - მას შემდეგ, რაც თხოვნაზე უარი შეატყობინეს. ოუენი საჯარო გამოძიებას ითხოვდა და აცხადებდა, რომ მის მიერვე ჩატარებული გამოძიება ნაკლოვანი იყო იმის გამო, რომ რუსეთის სახელმწიფოს როლის შესახებ მნიშვნელოვანი მტკიცებულება გასაიდუმლოებული რჩებოდა, ეროვნული უშიშროების მოსაზრებებიდან გამომდინარე. ლიტვინენკო, რომელიც, გავრცელებული ცნობებით, სიკვდილის პერიოდში ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურისთვის მუშაობდა, მისი მკვლელობის ბრძანების გაცემაში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს სდებდა ბრალს. მოსკოვი ბრალეულობას უარყოფს. ბრიტანეთის პოლიციამ მთავარ ეჭვმიტანილებად მიიჩნია რუსეთის უშიშროების ყოფილი აგენტები, ანდრეი ლუვოვოი და დმიტრი კოვტუნი.
XS
SM
MD
LG