Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ ალ-ყაიდამ მოკლა სირიელი მეამბოხეების მეთაური


სირიის ოპოზიციური ძალა, „თავისუფალი სირიის არმია“ აცხადებს, რომ ალ-ყაიდასთან კავშირის მქონე მეამბოხე ჯგუფმა მოკლა მისი ერთ-ერთი მეთაური. „თავისუფალი სირიის არმიის“ პრეს-მდივანმა, ლუაი ალ-მოკდადმა პარასკევს განაცხადა, რომ მოკლულია კამალ ჰამამი. ბრიტანეთში განთავსებული ორგანიზაცია, „ადამიანის უფლებების სირიის ობსერვატორია“ იუწყება, რომ ჰამამი ხუთშაბათს მოკლეს, ჩრდილოეთის საპორტო ქალაქ ლატაკიაში გამშვებ პუნქტზე კონტროლის დასამყარებლად ორ ფრაქციას შორის მომხდარი შეტაკების დროს. მოკდადმა ჰამამის მკვლელობას უწოდა „ძალიან სერიოზული მოვლენა“. სავარაუდოდ, ამ მკვლელობას შეუძლია დაძაბულობის გაზრდა გამოიწვიოს შედარებით ზომიერ და რადიკალ ჯგუფებს შორის, რომლებიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის დასამხობად იბრძვიან. ანტაგონიზმი იზრდება „თავისუფალ სირიის არმიასა“ და ისლამისტებს შორისაც - რომლებიც დროდადრო ფრონტის ხაზზე გაერთიანებული ძალებით იბრძვიან ხოლმე.
XS
SM
MD
LG