Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერვალიშვილსა და რჩეულიშვილს აღმკვეთ ღონისძიებად გირაო შეეფარდათ


თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა და სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებს, რუსუდან კერვალიშვილსა და მაია რჩეულიშვილს აღმკვეთ ღონისძიებად 250-250-ათას ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრათ. სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა სისხლის სამართლის ამ საქმეში "დექსუსის" დამფუძნებლის ივანე ცაგურიასთან მიმართებით - პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა. ხოლო მოსამართლის გადაწყვეტილებით, ივანე ცაგურია სასამართლო დარბაზიდან 100 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა და მას, დანარჩენ ორ ბრალდებულთან ერთად, 30 დღე განესაზღვრა გირაოს გადახდის ვადად. პროკურატურა, რუსუდან კერვალიშვილსა და მის დას, მაია რჩეულიშვილს დიდი ოდენობით თანხმების მითვისებაში ედავება. ამავე საქმეზე 11 ივლისს დააკავეს კომპანია "დექსუსის" დამფუძნებელი ივანე ცაგურია. ცნობების თანახმად, მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი კმაყოფილი არიან საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ხოლო ივანე ცაგურიამ კომენტარის გარეშე დატოვა სასამართლო.
XS
SM
MD
LG