Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში, სულ ცოტა, 16 სავარაუდო ექსტრემისტი მოკლეს


პაკისტანელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, ავღანეთის მოსაზღვრე რეგიონებში, სულ ცოტა, 16 სავარაუდო ექსტრემისტი იქნა მოკლული პაკისტანის არმიის საჰაერო ოპერაციების და შეერთებული შტატების უპილოტო თვითმფრინავების იერიშების შედეგად. ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატებით შაბათს ღამით განხორციელდა დარტყმები, რომელთა შედეგადაც, სულ ცოტა, ცხრა სავარაუდო ექსტრემისტი დაიღუპა ჩრდილოეთ ვაზირისტანის პროვინციაში. დაღუპულებს შორის ორი უცხოელი იყო. ხოლო პაკისტანის სამხედრო-საჰაერო ძალებმა კვირას დაბომბეს ექსტრემისტების რამდენიმე თავშესაფარი ორაკზაის, ხიბერის და კურამის რაიონებში. ამ თავდასხმების შედეგად, სულ ცოტა, შვიდი მეამბოხე დაიღუპა.
XS
SM
MD
LG