Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი აშშ-ს სნოუდენის „გამომწყვდევაში“ ადანაშაულებს


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აშშ-ს ბრალად სდებს, რომ მოსკოვის აეროპორტში გამოამწყვდია ედვარდ სნოუდენი - აშშ-ის უშიშროების სამსახურის ყოფილი კონტრაქტორი, რომელზეც ვაშინგტონს ძებნა აქვს გამოცხადებული ჯაშუშობაში ბრალდების საფუძველზე. პუტინის თქმით, ვაშინგტონი ზეწოლას ახდენს სხვა ქვეყნებზე, სნოუდენისთვის თაშესაფრის მინიჭებაზე უარის თქმის მოთხოვნით. სნოუდენი მოსკოვში, შერემეტიევოს აეროპორტის სატრანზიტო ზონაში რჩება მას შემდეგ, რაც 23 ივნისს ჩაფრინდა ჰონ-კონგიდან მოსკოვში, სავარაუდოდ, მესამე ქვეყანაში გასაფრენად. პუტინის თქმით, ის მოსკოვს ვერ ტოვებს შეერთებული შტატების ზეწოლის გამო. “იგი, სნოუდენი, ჩვენს ტერიტორიაზე მოსაწვევის გარეშე შემოვიდა. ჩვენ იგი არ მოგვიწვევია. თანაც ის ჩვენთან არ მოფრინავდა, ის ტრანზიტით სხვა ქვეყნებში მიდიოდა. მაგრამ, როგორც კი სნოუდენი ჰაერში აღმოჩნდა, ეს ცნობილი გახდა. და ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა, სინამდვილეში, შეაფერხეს მისი შემდგომი ფრენა. მათ დააშინეს სხვა ქვეყნები,“ - განაცხადა პუტინმა. მას არ უთქვამს, აპირებს თუ არა ედვარდ სნოუდენისათვის თავშესაფრის მინიჭებას. სნოუდენს ნათქვამი აქვს, რომ შეეცდება რუსეთში თავშესაფრის მიღებას, რათა გაფრინდეს ლათინურ ამერიკაში, სადაც სამი ქვეყანა სთავაზობს პოლიტიკური თვაშესაფარს.
XS
SM
MD
LG