Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონში საქართველოს დელეგაციის წევრები შეხვდნენ სენატორებს კრისტოფერ მერფის და ჯინ შაჰინს


ვაშინგტონში საქართველოს დელეგაციის წევრები შეხვდნენ სენატორებს კრისტოფერ მერფის და ჯინ შაჰინს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა და პარლამენტის წევრებმა სენატორებს ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. სენატორ შაჰინთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებსა და წინასაარჩევნო გარემოზე. ”ყველა სენატორს და კონგრესმენს, ვისაც ვიზიტის ფარგლებში ვხვდებით, ვეპატიჟებით საქართველოში არჩევნებზე დასაკვირვებლად და დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე მათგანი ჩამოსვლას შეძლებს” - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. მისი თქმით, სენატორი შაჰინი დაინტერესდა მართლმსაჯულების სფეროსა და პენიტენციალურ სისტემაში არსებული მდგომარეობით, რაზეც მას მთავარმა პროკურორმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. საქართველოს დელეგაციის წევრები ვაშინგტონში შეხვდნენ NDI-ის და IRI-ის ხელმძღვანელებსაც და მათ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის მიზნით ოფიციალური მიწვევა გადასცეს.
XS
SM
MD
LG