Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერი პრეზიდენტს სთხოვს "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" კანონპროექტზე ვეტოს დადებას


თბილისის მერი გიგი უგულავა საქართველოს პრეზიდენტს "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტზე ვეტოს დადებას სთხოვს. საუბარია "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე, რომლის თანახმად, დედაქალაქის მერია თბილისის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაობის ჩატარების ნებართვას ვეღარ გასცემს და თბილისში, კულტურული მემკვიდრების ძეგლების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაობზე ნებართვის გაცემა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებას უბრუნდება. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, თავად პარლამენტში ამ კანონპროექტთან დაკავშირებით უმრავლესობის დიდ ნაწილს კითხვები აქვს და არსებითი შენიშვნები არსებობს. "მე ვთხოვ ამ საკითხზე პრეზიდენტს ვეტოს, არა იმიტომ, რომ უმრავლესობას ვეტოს გადალახვა არ შეუძლია, ან შეუძლია, არამედ იმის გამო, რომ ეს დრო საკითხის ხელახალი გადამუშავებისთვის გამოვიყენოთ და თუ იქნება პოლიტიკური კონსენსუსი, შევიდეს ის ცვლილებები, რომლებიც თბილისს წაადგება", - აღნიშნა უგულავამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში. მისივე თქმით, უნდა მოიძებნოს გონივრული პარიტეტი, რომ როდესაც გადაწყვეტილება მიღებული იქნება, ამ გადაწყვეტილების აღსრულების, მონიტორინგის მექანიზმი არსებობდეს.
XS
SM
MD
LG