Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში რვა მუშა დახოცეს


იუწყებიან, რომ თალიბანის წევრებმა ცეცხლსასროლი იარაღით დახოცეს რვა მუშა, რომლებიც ავღანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე სამუშაოდ მიდიოდნენ. ლოგარის პროვინციის პოლიციის შეფის მოადგილის, რაის ხან სადეყის თანახმად, მეამბოხეებმა მუშების მანქანა მაშინ გააჩერეს, როცა ისინი ხევას რეგიონში მდებარე ამერიკული სამხედრო ობიექტისკენ მიემგზავრებოდნენ. ამავე წყაროს ცნობით, მუშები მეზობელ სოფელში წაიყვანეს და თავში გასროლით, სათითაოდ დახოცეს. მსხვერპლთა ასაკი 15-დან 25 წლამდეა. ყველა მათგანი იქვე ახლოს მდებარე სოფლის მცხოვრები იყო. ავღანელები ისლამური წმინდა თვის, რამადანის რიტუალებს იცავენ - თუმცა თალინბანმა პირობა დადო, რომ თავდასხმებს მარხვის ტრადიციულ პერიოდშიც გააგრძელებენ. თალიბანის მხრიდან თავდასხმების სამიზნე ხშირად ხდებიან ავღანელი მუშები, რომლებიც აშშ-ის და ნატოს სამხედრო ბაზებზე მუშაობენ.
XS
SM
MD
LG