Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანი აცხადებს, რომ მალალასთვის განათლების საკითხის გამო არ უსვრია


პაკისტანის თალიბანის მეთაურის თქმით, ამ გასამხედროებულ ჯგუფს ახალგაზრდა აქტივისტი გოგონასთვის, მალალა იუსაფზაისთვის არ უსვრია იმ კამპანიის გამო, რომელსაც აქტივისტი აწარმოებდა თალიბანის მხრიდან გოგონებისთვის განათლების შეზღუდვის მცდელობის წინააღმდეგ. ადნან რაშიდის თქმით, გოგონას თალიბანის შეიარაღებულმა პირებმა ესროლეს მისი „პროვოკაციული ტექსტების“ გამო, რომლებშიც კრიტიკულად იყო შეფასებული თალიბანის მხრიდან გატარებული მცდელობა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, სვატის ხეობაში ისლამისტური მმართველობის დასამყარებლად. 4 გვერდისგან შემდგარ წერილში რაშიდი ამბობს, რომ მალალასთვის ცეცხლის გახსნას ნანობს - თუმცა წერილი არ შეიცავს ბოდიშს. რაშიდი წერს, ნეტავი შემძლებოდა ის გამეფრთხილებინა შეეწყვიტა თალიბანის საწინააღმდეგო ქმედებები, რათა თავდასხმა არ მომხდარიყოო. რაშიდი მალალა იუსაფზაის მოუწოდებს დაბრუნდეს სამშობლოში, შეუერთდეს გოგონათა ისლამურ სკოლას და „თავისი კალამი ისლამისთვის გამოიყენოს“. იუსაფზაი ამჟამად ბრიტანეთში იმყოფება, მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ. მალალაზე და მის ორ თანასკოლელზე ოქტომბერში მომხდარმა თავდასხმამ საერთაშორისო მასშტაბით გამოიწვია აღშფოთება და პროტესტი.
XS
SM
MD
LG