Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნელსონ მანდელას 95 წელი შეუსრულდა


სამხრეთ აფრიკის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი, ნელსონ მანდელა საავადმყოფოში რჩება, თუმცა მისი მდგომარეობა უმჯობესდება. პრეზიდენტ ჯეიკობ ზუმას მიერ გავრცელებული ეს განცხადება დაემთხვა მანდელას 95-ე იუბილეს. მანდელას მილოცვა და კეთილი სურვილები გაუგზავნეს აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ. მათი თქმით, მსოფლიოს შეუძლია მანდელას პატივი იმით მიაგოს, რომ მის მაგალითს მისდიოს და სხვა ადამიანების სამსახურში ჩადგეს. მანდელას მოღვაწეობის და მემკვიდრეობის აღიარების ნიშნად, გაერომ 18 ივლისი ნელსონ მანდელას საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. აპარტეიდის წინააღმდეგ მებრძოლი ლიდერი პრეტორიის ერთ-ერთ საავადმყოფოში 8 ივნისს დააწვინეს, ფილტვის ინფექციის დიაგნოზით. გარკვეული პერიოდი მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო.
XS
SM
MD
LG