Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საკრებულომ ახალი უმრავლესობით პირველი სხდომა გამართა


თბილისის საკრებულომ ახალი, 25-წევრიანი უმრავლესობით პირველი სხდომა გამართა. ახალ უმრავლესობაში არიან ”ქართული ოცნების,” ახალი მემარჯვენეების და პარტია ”თავისუფალი საქართველოს” წარმომადგენლები და ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრები. დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ახალმა უმრავლესობამ თანამდებობიდან გადააყენა საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მამუკა ახვლედიანი და 13 კომისიის თავმჯდომარე. სხდომას არ დასწრებიან ნაციონალური მოძრაობის წევრები, რომელთა განცხადებით, დღევანდელი შეკრება და შესაბამისად, მისი გადაწყვეტილებები არალეგიტიმურია და სასამართლოში გასაჩივრდება. თავის მხრივ, ახალი უმრავლესობა განმარტავს, რომ სხდომა თვითმმართველობის კანონის და საკრებულოს რეგლამენტს სრული დაცვით ჩატარდა. 26 ივლისს, თბილისის საკრებულოს შემდეგ სხდომაზე უმრავლესობა თავმჯდომარის თანამდებობაზე ზაალ სამადაშვილის შემცვლელს და კომისიების ახალ ხელმძღვანელებს აირჩევს. მანამდე გაიმართება კონსულტაცია, რომელშიც მონაწილეობას ახალი უმრავლესობა ნაციონალურ მოძრაობასაც სთავაზობს. დღევანდელი რიგგარეშე სხდომის დასრულების შემდეგ საკრებულოს წევრმა კახა კუკავამ თბილისის მერს გიგი უგულავას და დედაქალაქის მთავრობას მოუწოდა თავად გადადგნენ, სანამ ამას ახალი უმრავლესობა აიძულებს.
XS
SM
MD
LG