Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამგზავრო ავტობუსში 100 ათასი დოლარი აღმოაჩინეს


არადეკლარირებული თანხის ამოღების ფატი დაფიქსირდა ვალეს საბაჟო გამშვებ პუნქტზე. შს სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტომ და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, 100 000 აშშ დოლარი ამოიღეს. არადეკლარირებული თანხა სამგზავრო ავტობუსში, სპეციალურად მოწყობილ სამალავში იქნა ღმოჩენილი. ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, 1971 წელს დაბადებული ჰასან ა. - საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დაჯარიმდა და მას სრულად ჩამოერთვა არადეკლარირებული თანხა. შს სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო აგრძელებს მუშაობას, არადეკლარირებული თანხის შემოტანის კონკრეტული მიზნების დასადგენად.
XS
SM
MD
LG