Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში გოგონას ცხედარი აღმოაჩინეს


16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. გოგონა ბათუმის ახალ ბულვარში ყელგამოჭრილი იპოვეს. დაკარგულია გარდაცვლილის კუთვნილი ნივთები და როგორც ოჯახის ახლობლები ვარაუდობენ, მკვლელობა შესაძლოა ძარცვის მიზნით არის ჩადენილი. მომხდარს საქართველოს პრეზიდენტი სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა. ”მე, როგორც მამას არ მსურს, რომ ჩვენი ქვეყანა გადაიქცეს ადგილად, სადაც შვილების გარეთ გაშვების შეგვეშინდება. ეს კონკრეტული ტრაგედია სასწრაფოდ გამოსაძიებელია, მაგრამ მინდა პოლიციამ ყურადღება მიაქციოს იმას, რაზეც ბევრი ბათუმელი და ქუთაისელი მესაუბრა - ამ ბოლო ხანს ამ ქალაქებში, ისევ დაიწყო ხმაურიანი ქუჩის გარჩევები და ბევრად გათამამდნენ კრიმინალები. ეს, რა თქმა უნდა, აუარესებს უსაფრთხოების საერთო სიტუაციას”, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
XS
SM
MD
LG