Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის თავდაცვის მინისტრი მოსახლეობას „ტერორიზმის“ წინააღმდეგ გაერთიანებისაკენ მოუწოდებს


ეგვიპტის თავდაცვის მინისტრი გენერალი აბდელ ფატა ალ სისი მოუწოდებს მის მომხრეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მოაწყონ მსვლელობა „ძალადობისა და ტერორიზმის“ წინააღმდეგ. ოთხშაბათს გაკეთებულ სატელევიზოო მიმართვაში, სისიმ ეგვიპტელებს მოუწოდა მასშტაბური მსვლელობა პარასკევს მოაწყონ. სამხედრო უწყების ხელმძღვანელი მეთაურობდა 3 ივლისს პრეზიდენტის პოსტიდან მოჰამედ მურსის გადაყენების პროცესს, რაც მასობრივ ანტისამათავრობო დემონსტრაციებს მოჰყვა. მურსი გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ უცნობ სამხედრო ობიექტზე ჰყავთ გადამალული. ამ ხნის განმავლობაში ეგვიპტეში რამდენჯერმე მოხდა შეტაკება მურსის მომხრეებსა და პოლიციას შორის. ძალადობისა და არეულობების შედეგად დაახლოებით 200 კაცი დაიღუპა. გენერალი აბდელ ფატა ალ სისი პირობას დებს, რომ ერთგულად შეასრულებს პოლიტიკურ გეგმას, რომელიც ექვსი თვის თავზე ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და კონსტიტუციის რეფორმას ისახავს მიზნად. მურსის მომხრე „მუსლიმთა საძმო“ კი აცხადებს, რომ დამხობილი პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნებამდე არ შეწყვეტს საპროტესტო გამოსვლებს.
XS
SM
MD
LG