Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპული სასამართლოს შეფასებით, ხოდორკოვსკის პროცესი უსამართლო იყო


ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს შეფასებით, რუსეთის სანავთობო კომპანიის, იუკოსის ყოფილი ხელმძღვანელის, მიხაილ ხოდორკოვსკის და მისი პარტნიორის, პლატონ ლებედევის პირველი სასამართლო პროცესი უსამართლო იყო და მათი უფლებების დარღვევა გამოიწვია. ევროპულმა სასამართლომ დღეს გამოაქვეყნა ხოდორკოვსკისა და ლებედევის მიერ შეტანილი რამდენიმე საჩივრის პასუხები. ევროპული სასამართლოს მოსამართლეების შეფასებით, ორი რუსი ბიზნესმენის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები იყო კანონიერი, მაგრამ სასამართლო პროცესი უსამართლო იყო, მოშორებით მდებარე სადამსჯელო კოლონიებში მათი მოთავსება კი გაუმართლებელი“. ევროპულმა სასამართლომ ვერ აღმოაჩინა იმის მტკიცებულება, რომ ამ ორი ინდივიდის წინააღმდეგ წარმოებული საქმე პოლიტიკურად იყო მოტივირებული - როგორც ამას ისინი თავად აცხადებენ. ხოდორკოვსკი და ლებედევი 2003 წელს დააპატიმრეს, ფინანსური მაქინაციების წარმოების ბრალდებით და 9 წლით მიუსაჯეს პატიმრობა. 2010 წელს ისინი გაფლანგვაში და ფულის გათეთრებაშიც სცნეს დამნაშავედ, რის შედეგად მათ პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივდათ.
XS
SM
MD
LG