Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის ბათუმში რამდენიმე პირი დააკავეს


შს სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სამმართველოს ცენტრალური აპარატის და ბათუმის საქალაქო სამმართველოს 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 განყოფილებათა თანამშრომლებმა, ”ბათუმში რამდენიმე ადგილას ერთდროულად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის ბრალდებით სამი სასტუმროსა და ერთი კაფე-ბარის დროებითი მფლობელები, იქ მომუშავე რამდენიმე პირი და ასევე, ერთ-ერთი ბინის მეპატრონე დააკავეს.” დაკავებულთა შორის არიან თურქეთისა და ირანის მოქალაქეები. გამოძიების ფარგლებში, მოწმის სტატუსით დაიკითხა აღნიშნულ დაწესებულებებში მომუშავე 30-მდე ქალი. გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის ყველა ფაქტზე მიმდინარეობს სსსკ-ის 254-ე მუხლით.
XS
SM
MD
LG