Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა


ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, მარიანო რახოიმ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა მატარებლის ავარიის მსხვერპლთა პატივსაცემად, რომელთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა. დაშავებულია 140-ზე მეტი. რახოიმ თავად მოინახულა ავარიის ადგილი, რომელიც მის მშობლიურ ქალაქთან, სანტიაგო დე კომპოსტელასთან ახლოს მდებარეობს, გალისიის რეგიონში. რახოიმ საავადმყოფოში მოთავსებული დაშავებულებიც მოინახულა. მატარებელი მადრიდიდან ფეროლში მიდიოდა. ახლოს მდებარე კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ დიდი სიჩქარით მოძრავი მატარებელი რელსებიდან გადადის და კედელს ეჯახება. პოლიციამ მატარებლის ერთ-ერთი მემანქანის გარშემო საქმე ოფიციალურად აღძრა. ესპანეთის მედიაში გავრცელებული ცნობებით, ერთ-ერთმა მემანქანემ აღიარა, რომ მატარებელი მოძრაობდა საათში 190 კილომეტრის სიჩქარით - რაც ორჯერ და მეტჯერ აჭარბებს დაშვებულ ზღვარს. ბოლო 70 წლის განმავლობაში ესპანეთში არ მომხდარა ასეთი დიდი მსხვერპლის მომტანი სარკინიგზო ავარია.
XS
SM
MD
LG