აზერბაიჯანის ოპოზიციის ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი, რუსტამ იბრაგიმბეკოვი პირობას დებს, რომ დაპატიმრების მუქარის მიუხედავად დაბრუნდება ბაქოში. „არ გამოვრიცხავ, რომ ბაქოში ჩასვლის მეორე ან მესამე დღეს დამაპატიმრონ“, - უთხრა ბრიუსელში მყოფმა ცნობილმა სცენარისტმა და პოლიტიკოსმა რადიო თავისუფლებას. თუმცა, მუქარის მიუხედავად იბრაგიმბეკოვი აცხადებს, რომ 31 ივლისს ჩაფრინდება ბაქოში და საპრეზიდენტო კამპანიას დაიწყებს. ივლისის დასაწყისში აზერბაიჯანის დემოკრატიული ძალების ეროვნულმა საბჭომ მხარი დაუჭირა რუსტამ იბრაგიმბეკოვს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში აზერბაიჯანის ავტორიტარული ლიდერ, ილხამ ალიევს დაუპირისპირდება. ამ კვირაში აზერბაიჯანის მედიაში გავრცელდა დაუდასტურებელი ცნობები, რომ ხელისუფლებას შესაძლოა დაწყებული ჰქონდეს გამოძიება და ამზადებდეს ნიადაგს ოპოზიციის ლიდერის დასაპატიმრებლად.
ყველაზე პოპულარული
1