Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადააყენეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე


თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი თანამდებობიდან გადააყენეს. საკრებულოს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ამ საკითხს ხმა 25-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ზაალ სამადაშვილი საკრებულოს 2010 წლიდან თავმჯდომარეობდა. იგი ისნის მაჟორიტარი დეპუტატია. დღესვე გაიმართება საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, სადაც საკრებულოს თავმჯდომარის, ასევე მისი პირველი მოადგილის და 13 კომისიის თავმჯდომარის კანდიდატებს დაამტკიცებენ. საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე არაოფიციალურად ფრაქცია "თავისუფლების" თავმჯდომარის, ირაკლი შიხიაშვილის კანდიდატურა სახელდება.
XS
SM
MD
LG