Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთმა კორეამ სამხედრო აღლუმით აღნიშნა ეროვნული დღესასწაული


სამხედრო მოსამსახურეები და მძიმე ტექნიკა მონაწილეობდნენ თვალისმომჭრელ აღლუმში, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მე-60 წლისთავთან დაკავშირებით ფხენიანში გაიმართა. აღლუმის მიზანი იყო ეჩვენებინა მტრებისათვის ჩრდილოეთ კორეის სამხედრო სიძლიერე და ერის დარაზმულობაახალგაზრდა ლიდერის, კიმ ჩონ ინის გარშემო, რომლის გამოჩენასაც ბრბო აღტაცებული შეძახილები ხვდებოდა და დღეგრძელობას უსურვებდა. ჩრდილოეთ კორეაში 27 ივლისს „სამშობლოს თავისუფლებისათვის ომში გამარჯვების დღე“ აღინიშნება. სინამდვილეში ეს არის წლისთავი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებისა, რომლითაც დასრულდა 1950-53 წლების ომი. თუმცა, არსებითად ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა ერთმანეთთან კვლავაც საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან.
XS
SM
MD
LG