Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კეტრინ ეშტონი ეგვიპტის ლიდერებს შეხვდება


ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერი კეტრინ ეშტონი დღეს ეგვიპტეში ქვეყნის სამხედრო ლიდერსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება ეგვიპტეში მუჰამედ მურსის პრეზიდენტის პოსტიდან ჩამოშორების შემდეგ შექმნილი მდგომარეობის განსახილველად. კეტრინ ეშტონს დღეს დაგეგმილი აქვს შეხვედრები გენერალ აბდელ ფატა ალ-სისისთან და დროებით პრეზიდენტ ადლი მანსურთან. ეშტონი აპირებს აგრეთვე შეხვდეს მუჰამედ მურსის „მუსლიმთა საძმოს“ წარმომადგენლებს.
XS
SM
MD
LG