Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერიმ დანიშნა აშშ-ის წარმომადგენელი ისრაელის და პალესტინელების მოლაპარაკებაზე


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ გამოცდილი დიპლომატი, მარტინ ინდიკი დანიშნა შეერთებული შტატების მთავარ მომლაპარაკებლად ისრაელის და პალესტინელების სამშვიდობო მოლაპარაკების ახალ ტურში. ინდიკი ისრაელში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩია. ისრაელის იუსტიციის მინისტრი ციპი ლივნი და პალესტინელების მთავარი მომლაპარაკებელი საებ ერეკატი ორშაბათს ხვდებიან ერთმანეთს ვაშინგტონში - ვახშამზე, რომელსაც ჯონ კერი მასპინძლობს. რამდენიმე საათით ადრე კერიმ ორივე მხარეს მოუწოდა „გონივრული კომპრომისებისაკენ“. მოლაპარაკება სამშაბათს გაგრძელდება შეხვედრისათვის განსაზღვრული მთელი პროგრამის განხილვით. ისრაელისა და პალესტინელების სამშვიდობო მოლაპარაკება 2010 წელს შეწყდა. კვირას ისრაელი დაყაბულდა 104 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას, მოლაპარაკების დაწყების ხელშესაწყობად.
XS
SM
MD
LG