Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის კონსული ეხმაურება ბათუმის ბულვარში მოკლული მარიამ კოჩალაძის საქმეს


ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური კონსული აჰმად რეზა არზიანი ბათუმის ახალ ბულვარში მოკლული 16 წლის მარიამ კოჩალიძის საქმეს გამოეხმაურა. "სამართალდამცველებს მივაწოდეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მკვლელობაში ბრალდებულის შესახებ", - აღნიშნა აჰმად რეზა არზიანმა "აჭარის" ტელევიზიასთან საუბრისას. კონსულის განმარტებით, მკვლელობაში ბრალდებული ირანის მოქალაქე ორი წლის განმავლობაში თურქეთში ცხოვრობდა და ჯერჯერობით ირანში არ დაბრუნებულა."ჩვენ ვგმობთ ამ საზარელ მკვლელობას და მზად ვართ დავეხმაროთ ქართველ სამართალდამცავებს. მივაწოდოთ ინფორმაცია მკვლელობაში ბრალდებულის შესახებ. უკვე გადავეცით მნიშვნელოვანი ინფორმაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და აჭარის პოლიციის უფროსის მოადგილეს. საზღვრებზე გაძლიერებულია კონტროლი. მკვლელობაში ბრალდებული ბოლო ორი წლის განმავლობაში თურქეთში იმყოფებოდა და ჯერჯერობით ირანში არ დაბრუნებულა. იმედი მაქვს, ამ საქმეს მალე ნათელი მოეფინება და ინციდენტი ორი ქვეყნის ურთიერთობაზე არ აისახება", - აღნიშნა აჰმად რეზა არზიანმა. 16 წლის მარიამ კოჩალიძე ბათუმის ახალი ბულვარში 23 ივლისს მოკლული იპოვეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი 1985 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე მოჰამადამინ როოინტანია.
XS
SM
MD
LG