Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სნოუდენის მამა აცხადებს, რომ FBI-მ მას მოსკოვში ჩასვლა სთხოვა


აშშ-ის დაზვერვის ყოფილი კონტრაქტორის, საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროების გამო ამჟამად ძებნილი და მოსკოვის აეროპორტის სატრანზიტო ზონაში მცხოვრები ედვარდ სნოუდენის მამა აცხადებს, რომ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ, FBI-მ მას მოსკოვში ჩასვლა ურჩია. ლონი სნოუდენმა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიას, Russia 24-ს ოთხშაბათს უთხრა, რომ მოსკოვში ჩასვლა სურს, თუმცა ჯერ უნდა დააზუსტოს რის გაკეთებას სთხოვს მას FBI იქ. ედვარდ სნოუდენს აშშ-ში ჯაშუშობის ბრალდება ემუქრება, სატელეფონო და საინტერნეტო თვალთვალის მასშტაბური პროგრამის შესახებ ინფორმაციის გავრცელების გამო. მამა, ლონი სნოუდენი თვლის, რომ მისი შვილი რუსეთში უნდა დარჩეს, რადგან აშშ-ში მას სამართლიანად არ გაასამართლებენ. ლონი სნოუდენმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მადლობელია, რადგან ის მისი ვაჟის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. რუსი ადვოკატი, ანატოლი კუჩერენა - რომელიც ედვარდ სნოუდენს ეხმარება - აცხადებს, რომ ამჟამად სნოუდენის მამის რუსეთში ვიზიტისთვის საჭირო საქმეებს აგვარებს.
XS
SM
MD
LG