გერმანია და ბრიტანეთი დროებით ხურავენ დიპლომატიურ მისიებს იემენში. ამასთან, ლონდონი ბრიტანეთის მოქალაქეებს მოუწოდებს იემენიდან გამგზავრებისაკენ, ალ-ყაიდის ტერორისტული თავდასხმის საფრთხესთან დაკავშირებით. უფრო ადრე გავრცელდა ცნობა, რომ შეერთებული შტატები კვირას, სულ ცოტა, 21 დიპლომატიურ მისიას ხურავს 17 მუსლიმურ ქვეყანაში. ეს მისიები შესაძლოა, მომდევნო დღეებშიც დახურული დარჩეს. ვაშინგტონს გამოცხადებული აქვს მსოფლიო მასშტაბით მოგზაურობასთან დაკავშირებული საფრთხის შესახებ, აგვისტოში ალ-ყაიდის შესაძლო თავდასხმებთან დაკავშირებით. ტერაქტები შესაძლოა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის და ტურისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაც იყოს მიმართული. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ტერაქტების საფრთხე არსებობს, უწინარეს ყოვლისა, ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში.
ყველაზე პოპულარული
1