Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ახალმა პრეზიდენტმა ერთგულების ფიცი დადო


ირანის ახალმა პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ ერთგულების ფიცი დადო პარლამენტის წინაშე. კვირას თეირანში გამართულ ცერემონიას ირანელ პარლამენტარებთან ერთად დაესწრნენ უცხო ქვეყნების დელეგაციები. უცხოელ სტუმრებს შორის არიან ავღანეთის, ყაზახეთის, თურქმენეთის, პაკისტანის პრეზიდენტები, ევროკავშირის ყოფილი საგარეო-პოლიტიკური ხელმძღვანელი, ხავიერ სოლანა. როჰანი, რომელიც ივნისში გამართულ არჩევნებში გაიმარჯვა, პრეზიდენტად შაბათს დაამტკიცა ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ. პრეზიდენტის პოსტზე როჰანიმ მაჰმუდ აჰმადინეჟადი შეცვალა. იუწყებიან მისი პირველი საკადრო გადაწყვეტილების შესახებაც. როჰანიმ თავისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნა ბიზნესმენი მოჰამად ნაჰავანდიანი, რომელსაც განათლება შეერთებულ შტატებში აქვს მიღებული.
XS
SM
MD
LG