აგვისტოს ომის შესახებ საქართველოს მთავრობის პოზიცია უცვლელია - განაცხადა დღეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. მისივე თქმით, პოზიცია ის არის, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე და დღესაც იმყოფება დედაქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში, რაც ბუნებრივია, ოკუპაციაა. ”უფრო მეტიც, რუსეთი ახორციელებს მცოცავ ანექსია-ოკუპაციას და სულ ახლახან, ისედაც შუაზე გაყოფილი ქართული ტერიტორიები მოხვდა მეორე მხარეს”, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. თეა წულუკიანის თქმით, ”სწორედ ეს არის მოცემულობა, რომელსაც ვერ შეცვლის ვერცერთი სახელმწიფოს, მით უმეტეს რუსეთის ხელმძღვანელების შეფასებითი მსჯელობა.”
ყველაზე პოპულარული
1