Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტი მზად არის დასავლეთთან „სერიოზული მოლაპარაკებისთვის“


ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ თეირანი მზად არის დაიწყოს „სერიოზული მოლაპარაკება“ დასავლეთის ქვეყნებთან ამ ქვეყნის სადავო ბირთული პროგრამის გარშემო. როჰანიმ ამის შესახებ თქვა პრეზიდენტის თანამდებობის ოფიციალურად დაკავების შემდეგ თავის პირველ პრესკონფერენციააზე. როჰანის თქმით, ბირთვული უთანხმოება მოგვარდება, თუ ყველა მხარეს ექნება პოლიტიკური ნება. მისივე აზრით, კონსტრუქციული ურთიერთქმედება ყველას სარგებელს მოუტანს. როჰანი აშშ-ის შესახებ აცხადებს, რომ თეირანს მან შერეული სიგნალები გაუგზავნა, და რომ ირანის მიმართ დაწესებული სანქციები კონტრაპროდუქტიულია. ირანის პრეზიდენტი თვლის, რომ დიპლომატიამ და არა დამატებითი სანქციებით მუქარამ უნდა გამოიყვანოს მოალპარაკება ჩიხიდან. მისი თქმით, ირანელმა ხალხმა თავისი არჩევანით დაანახა მსოფლიოს, რომ სამყაროსთან ღირსეული თანაქმედება სურს.
XS
SM
MD
LG