Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ აპირებს რუსეთთან მინისტრთა დონეზე მოლაპარაკების გამართვას


აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ვაშინგტონი აპირებს რუსეთთან მინისტრთა დონეზე მოლაპარაკების გამართვას. ამერიკელი ოფიციალური პირი, რომელმაც ვინაობის საჯაროდ გამხელა არ მოისურვა, ამბობს, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და თავდაცვის მინისტრი ჩაკ ჰეიგელი პარასკევს ვაშინგტონში შეხვდებიან თავიანთ რუს კოლეგებს, სერგეი ლავროვსა და სერგეი შოიგუს. „2+2“-ად წოდებული შეხვედრის ფონს ქმნის ვაშნიგტონსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა, რომლის მიზეზიცაა რუსეთში ერთწლიანი თავშესაფრის მინიჭება შეერთებული შტატების უშიშროების სამსახურის ყოფილი კონტრაქტორის, ედვარდ სნოუდენისათვის, რომელსაც ვაშინგტონში ჯაშუშობაში ადანაშაულებს მას შემდეგ, რაც სნოუდენმა მედიას გადასცა საიდუმლო ინფორმაცია შეერთებული შტატების თვალთვალის პროგრამის შესახებ.
XS
SM
MD
LG