Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელმა ინჟინერმა შექმნა უსწრაფესი საზოგადოებრივი ტრანსპორტის პროექტი


ამერიკელმა მილიარდერმა, ინჟინერმა და მეწარმემ ელონ მასკმა საზოგადოებას გააცნო უსწრაფესი საზოგადოებრივი ტრანსპორტის პროექტი, რომელსაც მან „ჰაიპერლუპი“ უწოდა. მასკის თქმით, სპეციალური კაფსულები, რომლებშიც მგზავრები ისხდებიან, საათში 1000 კილომეტრს განავითარებს და შესაძლებლობას მისცემს მათ ლოს-ანჯელესიდან სან ფრანცისკოში ნახევარ საათში ჩავიდნენ. ჩქაროსნული რკინიგზა, რომელიც ამჟამად ლოს-ანჯელესსა და სან-ფრანცისკოს შორის შენდება, გათვლილია იმაზე, რომ მატარებელმა ორ ქალაქს შორის მანძილი სამ საათში დაფაროს. ამავე დროს, მასკი ამბობს, რომ პროექტს იგი დამოუკიდებლად ვერ განახორციელებს, და იმედს გამოთქვამს, რომ „ჰაიპერლუპით“ სხვა მეწარმეებიც დაინტერესდებიან. პროექტის ავტორის ვარაუდით, სისტემის შექმნას ექვსი მილიარდი დოლარი დასჭირდება. მასკი მსოფლიოში ცნობილი საგადამხდელო კომპანიის, „პეიპალის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. მანვე დააარსა ელექტრომობილების ცნობილი კომპანია „ტესლა მოტორსი“ და სარაკეტო კომპანია SpaceX.
XS
SM
MD
LG