Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალაიას საქმეზე განაჩენი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი


რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი განაჩენი ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ აღძრულ კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდს უკავშირდება. სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, საქმის განხილვა სრულად დამთავრებულია და მოსამართლემ გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე დღე ითხოვა. მოსამართლის, დავით მგელიაშვილის თქმით, მხარეებს გადაწყვეტილების მიღების ზუსტ თარიღს ერთი დღით ადრე შეატყობინებს. პროკურატურის მტკიცებით, პოლიტიკური შეხედულებების გამო შვიდი ადამიანის მიმართ ბაჩო ახალაიას ორგანიზებით განხორციელდა წამება, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა. ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შანტაჟის შედეგად მოპოვებულს უწოდებენ ახალაიას ადვოკატები. პროცესი სასამართლოს წინ საპროტესტო გამოსვლების და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ინტერნეტ-გამოცემა „ნეტგაზეთის“ ცნობით, ახალაიას მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირებაც მოხდა, რის შედეგადაც დააკავეს ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი გაბედავა და ბაჩო ახალიას ოჯახის მეგობარი ონისე გერგედავა.
XS
SM
MD
LG