Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოში ვლადიმირ პუტინის და ილჰამ ალიევის შეხვედრა გაიმართა


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, რომელიც დღეს ჩავიდა აზერბაიჯანის დედაქალაქში, შეხვდა მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს. მათ ხელი მოაწერეს ორმხრივ დოკუმენტებს. შეხვედრის დროს, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მსოფლიო ეკონომიკაში კრიზისის მიუხედავად ჩვენს ქვეყნებს შორის საქონელბრუნვა შარშან თითქმის 50 პროცენტით გაიზარდაო. შეხვედრის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე, რუსეთის საინფორმაციო სააგენტოს, „ინტერფაქსის“ ცნობით, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის და რუსეთის ურთიერთობა, რომელიც პროგნოზირებადი და სტაბილურია, შეიძლება რეგიონის სხვა ქვეყნებისთვისაც სამაგალითო იყოს. ალიევის თქმით, ამ ურთიერთობების განმტკიცებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს აზერბაიჯანში რუსული ენისა და კულტურისადმი მზრუნველი დამოკიდებულება. რუსული ენის მიმართ მზრუნველი დამოკიდებულება აზერბაიჯანში დადებითად შეაფასა ვლადიმირ პუტინმაც. პუტინის თანაშემწემ , იური უშაკოვმა შეხვედრამდე განაცხადა, რომ მოლაპარაკების თემები ასევე იქნება კასპიის ზღვის იურიდიული სტატუსი და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის გზები. რუსეთის კასპიის ზღვის ფლოტიდან საბრძოლო გემები ბაქოს პორტში გაჩერდნენ პუტინის ვიზიტის პერიოდში. ვრცელდება ცნობები, რომ ერთ-ერთ გემს პუტინი და ალიევი ეწვევიან.
XS
SM
MD
LG