საქართველოს ცსკ-ის ხელმძღვანელის შეცვლა საარჩევნო პროცესზე ზეგავლენას ვერ მოახდენს - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დღეს გაავრცელა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ. ცსკ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან ზურაბ ხარატიშვილის გადადგომის გადაწყვეტილებას დასანანს უწოდებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მასთან ერთად განხორციელებულმა გარდაქმნებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ადმინისტრაციის მართვის სისტემა და ამ მხრივ სირთულეები მოსალოდნელი არ არის. ცსკ-ის განმარტებით, მისი ყველა წევრი მუშაობას განაგრძობს, თავად კომისია კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული დამოუკიდებელი ინსტიტუტია და ყველა საარჩევნო პროცედურას გამჭვირვალედ, სამართლიანად და კანონის შესაბამისად ჩაატარებს. ”საფუძველს მოკლებულია მოსაზრებები, რომ კომისიის მუშაობაში მოსალოდნელია ცვლილებები და ვთხოვთ მედიასაშუალებებს ეს ფაქტი გაითვალისწინონ” - ნათქვამია ცსკ-ის განცხადებაში.
ყველაზე პოპულარული
1