Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა ამზადებს განცხადებას ბაჩო ახალაიას ადვოკატების მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაზე


საქართველოს პროკურატურა ამზადებს განცხადებას ბაჩო ახალაიას ადვოკატების მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაზე, რომელშიც ავჭალის ტაძრის მღვდელი, მამა ნიკოლოზი ირწმუნება, რომ გამომძიებელმა ჭუმბაძემ ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა აიძულა. ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის მტკიცებით, სასულიერო პირი აიძულეს ხელი მოეწერა ცრუ ჩვენებაზე, რომლის თანახმად, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე გასამართლებული პირები ბაჩო ახალაიას რეკომენდაციით, სასჯელს სხვა პატიმრებთან შედარებით უკეთეს პირობებში იხდიდნენ. ველიჯანაშვილი ადასტურებს, რომ მამა ნიკოლოზი, იგივე თემურ ტაბაღუა ავჭალის კოლონიად წოდებული სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი უფროსია. ახალაიას ადვოკატები გამოძიების დაწყებას და მღვდელზე ზეწოლაში დამნაშავეთა დასჯას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG