Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ფანჯიკიძე განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს პუტინისა და ანქვაბის შეხვედრას


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდრ ანქვაბის შეხვედრას. "ჩვენ მსგავს შეხვედრებს ვაკვირდებით და, რასაკვირველია, გამოგვაქვს შესაბამისი დასკვნაც, რომელიც შემდეგ აისახება ურთიერთობებსა და საუბრებზე, რომლებიც რუსეთთან გვაქვს პირდაპირ თუ ჟენევის ფორმატით” - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს მაია ფანჯიკიძემ. მისი თქმით, პუტინის და ანქვაბის შეხვედრა სიახლე არ არის და ამ ეტაპზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ მიანიჭებდა. რუსეთის პრეზიდენტი და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ერთმანეთს 15 აგვისტოს, სოჭში შეხვდნენ. მათი პრესსამსახურების ინფორმაციით, პუტინმა და ანქვაბმა ორმხრივი თანამშრომლობის და წყალდიდობით გაგრისა და ოჩამჩირის რაიონებში გამოწვეული ზარალის ლიკვიდაციის საკითხები განიხილეს.
XS
SM
MD
LG