Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთში ინდუისტი პილიგრიმების ჯგუფს მატარებელი შეეტაკა, დაიხოცა 25 ადამიანი


ინდოეთის ბიჰარის შტატში, მატარებელი შეეტაკა ადამიანების ჯგუფს და 35 მათგანი დახოცა. დაშავებულია ათეულობით პირი. ავარია მოხდა, როცა ახლომდებარე ინდუისტური ტაძრიდან ლოცვის შემდეგ პილიგრიმები უკან ბრუნდებოდნენ და სარკინიგზო ლიანდაგებს კვეთდნენ. მომხდარის შემდეგ მორწმუნეებმა დაწვეს მატარებლის ვაგონები და გაძარცვეს რკინინგზის სადგური. ინდოეთში ყოველწლიურად ათასობით ადამიანი იხოცება რკინიგზაზე სხვადასხვა ტიპის ავარიების დროს.
XS
SM
MD
LG