Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიიდან იუწყებიან ქურთებსა და ისლამისტებს შორის შეტაკებების შესახებ


სირიაში ისევ იფეთქა შეტაკებებმა ქურთების შეიარაღებულ ჯგუფბსა და ალ-ყაიდის მოკავშირე მეამბოხეებს შორის. ლონდონში დაფუძნებულ ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ცნობით, შეტაკებები ხდება სოფლებში ქალაქ რას ალ-აინთან, რომელიც სირიაში უმეტესწილად ქურთებით დასახლებულ პროვინცია ჰასაკეჰში მდებარეობს. გაეროს მონაცემებით, სირიაში კონფლიქტის გამო ხუთშაბათის შემდეგ 30 000-მდე ქურთ ლტოლვილია გადასული მეზობელი ერაყის ტერიტორიაზე.
XS
SM
MD
LG