Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბანში აფეთქებებმა, სულ ცოტა, 12 ადამიანი შეიწირა


ლიბანის ქალაქ ტრიპოლიში დღეს ორი აფეთქება მოხდა. ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, დაიღუპა, სულ ცოტა, 12 და დაიჭრა 25 ადამიანი. ერთ-ერთი აფეთქება სუნიტურ მეჩეთთან მოხდა. ინციდენტების ფონია ლიბანში რელიგიურ ჯგუფებს შორის მზარდი დაპირისპირება, რომელსაც მეზობელ სირიაში მიმდინარე სამოქალქო ომიც ამწვავებს. ბოლოხანს ლიბანში შიიტების წინააღმდეგ მიმართული რამდენიმე შეტევა მოეწყო. ისინი მოჰყვა შიიტების ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ჰიზბოლას“ მიერ სირიაში მებრძოლების გაგზავნას, მმართველი რეჟიმის დასახმარებლად.
XS
SM
MD
LG