Accessibility links

„რუსთავი 2“-ის ოფისში ნაღმის არსებობა არ დადასტურდა


ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ოფისში არ დადასტურდა ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა, რის შესახებაც დღეს ანონიმური შეტყობინება გავრცელდა. ანონიმური ზარი დღის პირველ ნახევარში შევიდა საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ "112"-ში, რის შემდეგაც „რუსთავი 2“-ის შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. ტელევიზიის შენობას კი შემოწმება ჩაუტარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამნაღმველების მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ გამოძახება ცრუ იყო – შენობაში ნაღმი არ აღმოჩნდა. დაწყებულია გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG