Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამეთვალყურეო ორგანიზაცია სირიის ქიმიურ იარაღზე იმსჯელებს


ქიმიური იარაღის გაუვრცელებლობაზე მომუშავე ყველაზე ავტორიტეტიანი საერთაშორისო სამეთვალყურეო ორგანიზაცია პარასკევს მართავს დისკუსიას სირიის ხელთ არსებული ქიმიური იარაღის მარაგის განადგურების იმ გეგმის პროექტზე, რაც რუსეთ-აშშ-ის მოლაპარაკების შემადგენელი ნაწილია. ქიმიური იარაღის აკრძალვის ხელშეკრულებაზე დამკვირვებელი ორგანიზაციის (OPCW) თანახმად შეხვედრა პარასკევს, ევროპის დროით ღამის 10 საათზე, ორგანიზაციის ჰააგის შტაბ-ბინაში დაიწყება. ამ დისკუსიის დაწყება წინ უძღოდა გაეროს უშიშროების აბჭოს ხუთი მუდმივმოქმედი წევრის შეთანხმება იმ რეზოლუციაზე, რომელიც სირიის რეჟიმის ხელთ არსებული ქიმიური იარაღის განადგურებას ითვალისწინებს. ცნობების თანახმად, რეზოლუციის პროექტი არ შეიცავს სანქციების ან სამხედრო ჩარევის პირდაპირ მუქარას, სირიის მიერ ქიმიური იარაღის განადგურებაზე უარის თქმის შემთხვევაში. ამგვარი ქმედებებისთვის დამოუკიდებელი რეზოლუციის მიღება იქნება საჭირო. სირიის შესახებ რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრა დღეს საღამოს არის დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG