Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფიფა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე არ მიიღებს გადაწყვეტილებას კატარის შესახებ


ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა) შექმნის ჯგუფს კატარში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ზამთარში გადატანის შესაძლებლობის შესასწავლად, რათა ტურნირი არ ჩატარდეს კატარის ცხელი ზაფხულის პირობებში. ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა პარასკევს განაცხადა, რომ 2022 წლის ჩემპიონატთან დაკავშირებულ ამ საკითხზე არ მიიღებენ გადაწყვეტილებას ბრაზილიაში მომავალი წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე. კატარის ოფიციალური წარმომადგენლები გამოდიან წინადადებით, რომ ჩემპიონატი ზამთარში ჩატარდეს, რასაც ევროპის რამდენიმე საფეხბურთო ლიგა ეწინააღმდეგება. ისინი და მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციის უფლების მქონე ტელეარხები აცხადებენ, რომ ჩემპიონატის ზამთარში გადატანა ხელს შეუშლიდა საფეხბურთო მატჩების განრიგის დაცვას.
XS
SM
MD
LG