Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგვისტოს ომის მონაწილე სამხედრო მფრინავი ოლიმპიადის მეჩირაღდნე იქნება


სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთი მეჩირაღდნე 2008 წლის აგვისტოს ომის "გმირი", რუსი სამხედრო მფრინავი, ივან ნიჩაევი იქნება. ამის შესახებ რუსულ ტელეკომპანიაზე დაყრდნობით ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ იუწყება. როგორც ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ სიუჟეტშია ნათქვამი, ნიჩაევი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში მონაწილეობდა. მისი ბიოგრაფიიდან ცნობილია, რომ სამხედრო თვითმფრინავი, რომელსაც ნიჩაევი მართავდა, ჩამოაგდეს, თუმცა, პილოტმა დავალება შეასრულა და ავიაბაზაზე თვითმფრინავის დაშვება შეძლო. ივან ნიჩაევი დარწმუნებულია, რომ ყველაფერს ღირსეულად გაართმევს თავს, თუმცა გარკვეული მღელვარებაც აქვს. "ეს არის დიდი ისტორიული მომენტი ჩემი და ჩემი ქვეყნის ცხოვრებაში",-განაცხადა ნიჩაევმა.
XS
SM
MD
LG