Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლინში გაიმართა საქართველოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა


საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც ბერლინში განიხილეს საქართველოს და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მაია ფანჯიკიძემ და გიდო ვესტერველემ. ”გერმანელებს ტრადიციულად კარგი ურთიერთობა აქვთ რუსეთთან და ვთხოვე, გავლენა მოახდინონ იმ პროცესზე, რომელიც დღეს საქართველოში ყველას აღელვებს”, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ მაია ფანჯიკიძემ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობის საკითხები და ისაუბრეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე. მაია ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე გერმანიის მხარდაჭერა უფრო გაძლიერდება, რათა ქვეყანამ დასახულ მიზნებს მიაღწიოს. ”უახლოესი მიზნები საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებასთან ერთად არის ვილნიუსის სამიტი და გერმანიის მხარემ დამიდასტურა სურვილი, რომ სამიტი იყოს წარმატებული არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ თავად ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებისთვის”, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
XS
SM
MD
LG