Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცველები გმობენ რუსეთში მიგრანტების მასობრივ დაკავებას


უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშნალი“ გმობს მოსკოვში მიგრანტების მასობრივ დაპატიმრებას. ავტორიტეტიანი ორგანიზაცია საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა მოსკოვში, ბირიულოვოს რაიონში შეტაკებების შემდეგ 1200-ზე მეტი შუააზიელი და კავკასიელი მიგრანტის დაკავებას და მას მიიჩნევს „რუსეთში პოლიციის არაპროპორციული და დისკრიმინაციული მოქმედების“ მორიგ ნიმუშად. მიგრანტების დაპატიმრება მოჰყვა ეთნიკურად რუსი ახალგაზრდა კაცის მკვლელობას, რაშიც აზერბაიჯანელ მიგრანტს, ორხან ზეინალოვს ადანაშაულებენ. ზეინალოვი სამშაბათს დააპატიმრეს და მკვლელობის ბრალდება წაუყენეს.
XS
SM
MD
LG