Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი უარს ამბობს „გრინპისის“ საქმეში საარბიტრაჟო პროცედურაზე


რუსეთი არ აპირებს მონაწილეობას საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცედურაში „გრინპისის“ გემის, „Arctic Sunrise”-ის საკითხზე. ნიდერლანდის დროშით მცურავი ეს გემი და მასზე მყოფი 30 აქტივისტი დაახლოებით ერთი თვის წინ დააკავეს რუსმა სამართალდამცველებმა არქტიკაში საპროტესტო აქციის დროს. საარბიტრაჟო პროცედურაზე უარის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დღევანდელ განცხადებაში. ნიდერლანდმა 21 ოქტომბერს მიმართა საზღვაო სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალს რუსეთის მიმართ საარბიტრაჟო სარჩელით, „Arctic Sunrise”-ის დაკავებასთან დაკავშირებით. ამსტერდამი ითხოვს დროებითი ზომების მიღებას საქმის არსებით განხილვამდე, მათ შორის გემის და მისი ეკიპაჟის გათავისუფლებას.
XS
SM
MD
LG