Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის სამინისტრო: ვერავინ მოახდენს ზეგავლენას სამხედრო მოსამსახურეთა გულწრფელ არჩევანზე


საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედროები საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას შეუფერხებლად, უპრეცედენტოდ თავისუფალ გარემოში აძლევენ - განაცხადა თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ. მისივე თქმით, კენჭისყრის პროცესი, რომელსაც ადგილობრივი და საერთაშორისო მეთვალყურეები აკვირდებიან, დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. ”საქართველოს თავდაცვის მინისტრს არაერთხელ უთქვამს და მეც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ქართული შეიარაღებული ძალები მიუკერძოებელი და აპოლიტიკურია და ვერავინ მოახდენს ზეგავლენას სამხედრო მოსამსახურეთა გულწრფელ არჩევანზე“, - განაცხადა პოლკოვნიკმა ძნელაძემ.
XS
SM
MD
LG