Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა


ცსკ-ის წინასწარი შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 63,82 %-ით კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა გაიმარჯვა. ეს მონაცემი საერთო ჯამში 3741 უბნიდან 440 უბნის შედეგებს ეფუძნება. მეორე ადგილზეა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი დავით ბაქრაძე 21,28 %-ით, მესამზე კი 9, 51%-ით "დემოკრატიული მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე. ამავე შედეგების მიხედვით, ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, შალვა ნათელაშვილს ხმების 2,47% აქვს, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერს გიორგი თარგამაძეს კი - 1%. სხვა კანდიდატების შედეგები ჯერჯერობით 1%-ზე ნაკლებია.
XS
SM
MD
LG