Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში იმართება ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული ამბასადორიალი


”საქართველოში ებრაელების და ქართველების თანაცხოვრება, მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა და განსაკუთრებული მეგობრობა სამაგალითოა მთელი ცივილიზებული მსოფლიოსათვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ თბილისში ორგანიზებულ რეგიონულ ამბასადორიალზე გამოსვლისას. პრემიერის თქმით, სწორედ განსაკუთრებული ურთიერთობის ნიშნად გადაწყდა, რომ 2014 წელი გამოცხადდეს ქართველი და ებრაელი ხალხის ოცდაექვსსაუკუნოვანი მეგობრობის საიუბილეო წლად. ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ივნისში, ისრაელში მისი ოფიციალური ვიზიტისას მიღებული იყო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომელთა განსახორციელებლად მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. ამავე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოს რეგიონების ოკუპაციის პრობლემასა და ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, რომელსაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უალტერნატივო ქვაკუთხედი უწოდა . "ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა, რომელსაც წვლილი უკვე შეაქვს საერთო ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში და ეს ჩვენთვის საპატიო მისიაა”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
XS
SM
MD
LG