ერევანში დღეს ათობით ნაციონალისტმა გამართა საპროტესტო სვლა და პრეზიდენტის რეზიდენციასთან მისვლა სცადა. პოლიციასთან შეტაკებისას დააკავეს აქციის, სულ ცოტა, 20 მონაწილე - ნაციონალისტურ პარტია „ცეგაკრონის“ პარტიის ლიდერის, შანტ ჰარუთიუნიანის მომხრეები. მანამდე ჰარუთიუნიანმა გამოაცხადა, რომ თავის მომხრეებთან ერთად აპირებს „რევოლუციის“ მოწყობას და ერევანში პრეზიდენტის რეზიდენციის აფეთქებას. სამშაბათს ჰარუთიუნიანიც დააკავეს. ერევანში მდებარე მაშტოცის გამზირი, სადაც ნაციონალისტების მარში მოეწყო, პოლიციამ გადაკეტა. ოფიციალური პირების ცნობით, შეტაკებისას მრავალი პოლიციელი დაშავდა. ცნობებში არაფერია ნათქვამი დემონსტრანტებს შორის დაშავებულთა შესახებ.
ყველაზე პოპულარული
1